Wednesday, 6 April 2022

ტრენინგი - "ცოცხალი შესრულებით, ფონოგრამის გარეშე"





 ტრენინგი: ევროპის ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენციის პროგრამა, "ცოცხალი შესრულებით ანუ, ფონოგრამის გარეშე ".

მოიცავდა 12 საათს, პროგრამა „ცოცხალი შესრულებით“ მოიცავს თორმეტ გაკვეთილს, რაც იძლევა პროგრამის ერთ სასკოლო სემესტრში განხორციელების საშუალებას.  ტრეინინგი ითვალისწინებს მასწავლებლებისთვის გაკვეთილის დაგეგმვისა და გაკვეთილის სტრუქტურის გაცნობას იმ მიდგომებსა და მეთოდოლოგიასთან ერთად, რომელიც საჭიროა, რათა მოსწავლეებს გამოვუმუშაოთ ცხოვრებისეული უნარები და გავაცნოთ კოგნიტური და სოციალური გავლენის პრინციპები. ინტერაქტიულობა პროგრამის „ცოცხალი შესრულებით“ ძირითად პრინციპს წარმოადგენს, ვინაიდან ის არ გულისხმობს მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმს, არამედ გულისხმობს მოსწავლეების ჩართულობას გაკვეთილის მსვლელობაში, მოსწავლეების ერთმანეთთან კომუნიკაციას, რაც ეფექტური და დადებითი შედეგის მომტანია სწავლის შედეგის თვალსაზრისით.

ტრენინგი ჩატარდა ყველა მე-7 კლასის დამრიგებლისთვის, რისი გავლის შემდეგაც, ჩვენ საკუთარ სადამრიგებლო კლასში უნდა ჩავატაროთ 12 გაკვეთილი. 

თემები:

გაკვეთილი 1: ჩავერთოთ პროგრამაში „ცოცხალი შესრულებით“...

 გაკვეთილი 2: ჯგუფი და შენ ............................................................... 

გაკვეთილი 3: არჩევანი: ალკოჰოლი, საფრთხე და თავდაცვა........................................... გაკვეთილი 4: შენი წაროდგენები და შეხედულებები: ასახავენ კი ისინი რეალობას?.......................

 გაკვეთილი 5: სიგარეტი იგივე ნარკოტიკია - იყავი ინფორმირებული............................ გაკვეთილი 6: გამოხატე შენი თავი..........................................................................

 გაკვეთილი 7: დაიცავი შენი ინტერესები ისე, რომ სხვისი არ შელახი.............................. გაკვეთილი 8: ყურადღების ცენტრში.................................... 

გაკვეთილი 9:- იყავი ინფორმირებული........................................................

 გაკვეთილი 10: სირთულეების დაძლევის უნარი..

 გაკვეთილი 11: პრობლემის გადაჭრა და გადაწყვეტილების მიღება................................. გაკვეთილი 12: მიზნის დასახვა..


No comments:

Post a Comment